გიორგი ვაშაძე: არავინ აპირებს, მაიკ პომპეოს აქციით დახვდეს

გიორგი ვაშაძე: არავინ აპირებს, მაიკ პომპეოს აქციით დახვდეს

იმედი მაქვს, მაიკ პომპეოსთან ოპოზიციასაც ექნება კომუნიკაციის შესაძლებლობა, სადაც ვისაუბრებთ იმ უმძიმეს პრობლემებზე, რაც მოხდა საქართველოში არჩევნების გაყალბების შემდეგ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

„ვფიქრობ, მნიშვნელოვანი იქნება მისი გავლენები და აშშ-ის როლი ქართული დემოკრატიის განმტკიცებაში, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ეს ვიზიტი და დაველოდოთ. იმედი მაქვს, ოპოზიციასაც ექნება კომუნიკაციის შესაძლებლობა, სადაც ვისაუბრებთ უმძიმეს პრობლემებზე, რაც მოხდა საქართველოში არჩევნების გაყალბების შემდეგ. თუმცა, მე პირადად დავადასტურებ, რომ შეხვედრები მაქვს მათი დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელებთან“, – განაცხადა ვაშაძემ.

ასევე, ვაშაძემ კომენტარი გააკეთა მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე, რომ მაიკ პომპეოს აქციებით უნდა დახვდნენ.

„არავინ აპირებს, რომ მაიკ პომპეოს აქციით დახვდეს, რა სისულელეა, შეიძლება, რაღაც სიმბოლური ღონისძიება გვქონდეს ჩვენი პოზიციის დაფიქსირების, რაც აბსოლუტურად ჯდება ყველანაირ ფარგლებში. ჩვენი ამერიკელი პარტნიორების ნებისმიერი მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

17-18 ნოემბერს, საქართველოს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში სახელმწიდო მდივანი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრსა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს შეხვდება.​