"ყველაფრის მიუხედავად, "ნაცმოძრაობაში" საღი აზრის მარცვალი არსებობს, და თუ ძალიან შეეცდებიან ლოგიკურ შედეგამდეც მივლენ," - ასეთია უმრავლესობის შეფასება, ბოლო პერიოდში, შექმნილი პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე.
დავით მათიკაშვილი დარწმუნებულია, რომ ხელისუფლების ოპონენტებში აზრთა სხვადასხვაობაა, რასაც გრიგოლ ვაშაძის განცხადებაც ადასტურებს. მმართველ გუნდში იმედოვნებენ, რომ ოპოზიცია საბოლოოდ გაიაზრებს და აღიარებს საქართველოს მოსახლების არჩევანს.
"თვით ისეთ რადიკალურ ოპოზიციურ ჯგუფშიც კი, როგორიც "ნაციონალური მოძრაობაა" არსებობს გარკვეული საღი აზრის მარცვალი, რომლისკენაც სვლა სჭირდება. ჩამოყალიბდნენ, მიიღონ გადაწყვეტილება. ისინი არიან რადიკალიზაციის, ქუჩის აქციის მხარეს, თუ არიან დემოკრატიის, სტაბილური განვითარების, პარლამენტში შეკრების და იქ საკითხების მომხრე," - განაცხადა მათიკაშვილმა.
"ქართული ოცნების" წევრი შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ განხეთქილება ყველაფერს ხელს უშლის. ის იმედოვნებს, რომ ოპოზიცია კონსტრუქციულ გადაწვეტილებას მიიღებს.