კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური ტელეკომპანია „იმედისა“ და საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებზე ოპოზიციის ლიდერის თავდასხმის შესახებ სახალხო დამცველის განცხადებას Facebook-ის საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა.
„სახალხო კი არა, ჟურნალისტებზე თავდამსხმელების დამცველი ყოფილა“, - წერს კახა ბექაური.
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა „იმედის“ ჟურნალისტს რუსა შელიას თავს დაესხა.
სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას მიმართვა „იმედის“ ჟურნალისტის, რუსა შელიასადმი არ იყო ეთიკური, თუმცა უგულავას კომენტარი არ გასცდენია გამოხატვის თავისუფლების უფლებით დაცულ ფარგლებს.