უკვე დიდი ხანია, ჩვენ ვმუშაობთ ამერიკულ მხარესთან, სახელმწიფო მდივნის ვიზიტის ორგანიზებისთვის. პირადად მას, ჰქონდა სურვილი, თუმცა, ობიექტური მიზეზების გამო, ეს გადაიდო და ძალიანი მოხარულნი ვართ, რომ ახლა, როგორც ქვეყანას, გვექნება შესაძლებლობა, ვუმასპინძლოთ აშშ-ის სახელმწიფო მდივანს საქართველოში, - განაცხადა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩმა აშშ-ში, დავით ბაქრაძემ მაიკ პომპეოს საქართველოში დაგეგმილ ვიზიტზე საუბრისას, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემაში „არენა“.
„ჩვენ ძალიან მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობა გვაკავშირებს. აქედან გამომდინარე, ჩვენს ორმხრივ ურთიერთობაში, ჩვენი და აშშ-ის პრიორიტეტი რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ამ თვალსაზრისით, საქართველოს როლი და მნიშვნელობაა. რა საკვირველია, ეს არის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, რომლის კიდევ ერთი მხარდამჭერი გზავნილი სწორედ სახელმწიფო მდივნის ვიზიტი იქნება. რა თქმა უნდა, ჩვენთვის, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაში აშშ-ს, წლების განმავლობაში, ძალიან დიდი როლი მიუძღვის და ეს იქნება მნიშვნელოვანი საკითხი. აშშ-სთან ურთიერთობის კონტექსტში, ჩვენი პრიორიტეტი არა მხოლოდ ორმხრივ, არამედ, აშშ-ის რეგიონთან ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების პრიორიტეტიზაცია და აქედან გამომდინარე, ეს საკითხის, ჩვენთვის, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. აშშ და საქართველო, უკვე წლებია, ძალიან მნიშვნელოვან რეფორმებს ვახორციელებთ ერთად, ქვეყანაში დემოკრატიული განვითარების მიმართულებით. ასე რომ, ყველა საკითხი, რომელიც ჩვენი სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიით არის განსაზღვრული, რა თქმა უნდა, განიხილება სახელმწიფო მდივნის ვიზიტის დროს“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
17-18 ნოემბერს, საქართველოს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკო პომპეო ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში სახელმწიდო მდივანი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრსა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს შეხვდება.