ვაშაძესთან ერთად გუბაზ სანიკიძეც გაქრა - რა სჭირს ოპოზიციაში პირველი განხეთქილების ავტორს?

ვაშაძესთან ერთად გუბაზ სანიკიძეც გაქრა - რა სჭირს ოპოზიციაში პირველი განხეთქილების ავტორს?

სკანდალური ტელეეთერისა და გავრცელებული ჩანაწერის შემდეგ ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, გუბაზ სანიკიძე პოლიტიკური ველიდან გაქრა და ფაქტობრივად, აღარ ჩანს.

ის არ იყო 8 ნოემბერს პარლამენტთან, ოპოზიციის მიერ გამართულ ფართომასშტაბიან აქციაზე. არ იყო ცესკოსთან, როცა პროცესები გამწვავდა და არ ჩანს ტელედებატებშიც.

სანიკიძე არ იმყოფებოდა არც გუშინ, 9 ნოემბერს „ლელოს“ ოფისში ოპოზიციის შეხვედრაზე და ის ასევე არ იყო დღეს „ევროპული საქართველოს“ ოფისში. მონაწილეობას არ იღებს „მთავარი არხის“ ეთერებში, სადაც ყველაზე ხშირი სტუმარი იყო.

„პრაიმტაიმმა“ მასთან დაკავშირება ვერ შეძლო, მაგრამ მის მეუღლეს, ირმა შუბლაძეს ესაუბრა. გაირკვა, რომ გუბაზ სანიკიძე დროებით ინტერვიუებზე უარს ამბობს და მედიასთან არ კონტაქტობს.

„ის ყველა პროცესში ჩართულია და „ოცნების“ ინტერესები არ ასრულდება“, – თქვა ირმა შუბლაძემ.