„შევაგინებ! მიიყვანო ხალხი, გაწუწო, მერე წახვიდე და წამოწვე, მე არ მომწონს“ - რატომ გაუნაწყენდა მერაბ სეფაშვილი ოპოზიციას?

„შევაგინებ! მიიყვანო ხალხი, გაწუწო, მერე წახვიდე და წამოწვე, მე არ მომწონს“ - რატომ გაუნაწყენდა მერაბ სეფაშვილი ოპოზიციას?

მომღერალმა მერაბ სეფაშვილმა 29 ოქტომბერს ნაციონალური მოძრაობის შემაჯამებელ და მხარდამჭერ აქციაზე, თავისუფლების მოედანზე, სხვა კოლეგებთან ერთად რამდენიმე სიმღერა შეასრულა. დღეს კი სეფაშვილი იმედგაცრუებული ჩანს.

“ხალხი არ გადააგდოთ, არ გეპატიებათ, იცოდეთ” – დაწერა გრიგოლ ვაშაძის განცხადების შემდეგ გაერთიანებული ოპოზიციის მისამართით მომღერალმა.

"პრაიმტაიმმა" სეფაშვილს კითხვით მიმართა:

"შევდივართ, არ შევდივართო, რომ დაიწყეს, ეს არ მომწონს. ასე მიიყვანო ხალხი, გაწუწო-გამოწუწო, მერე წახვიდე და წამოწვე, ეგრე მე არ მომწონს.

ხალხი აპროტესტებს იმას, რომ ხმები გაუყალბეს. ამაზე რომ პარტიებმა ხელი მოაწერეს, შევალთ პარლამენტში-არ შევალთო და თუ აღმოჩნება, რომ ეს თავისი კეთილდღეობისთვის გამოიყენეს, ვინც არ უნდა იყოს, ეს ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია.

თუ არ მოიქცევიან კარგად, შევაგინებ! უკაცრავად…" - განაცხადა მერაბ სეფაშვილმა.