მიხეილ სააკაშვილი:  ჩვენ მათ პარლამენტში არ შევუშვებთ, ამას ვაცხადებ სრული პასუხისმგებლობით

მიხეილ სააკაშვილი:  ჩვენ მათ პარლამენტში არ შევუშვებთ, ამას ვაცხადებ სრული პასუხისმგებლობით

ჩვენ მათ პარლამენტში არ შევუშვებთ, ქართველი ხალხი მათ არ შეუშვებს, ამას ვაცხადებ სრული პასუხისმგებლობით, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში განაცხადა.

„ნაციონალური მოძრაობის“ დამფუძნებელი და ლიდერი ახლა თქვენს წინაშე ზის. არავინ არ ვართ აღარც ლიდერები, ჩვენ ვართ მებრძოლები. ლიდერი არის ის, ვინც წინა ხაზზე დგას. გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი არის ახლა, რომელიც ციხეში წაიყვანეს, რომლებიც იყინებიან, ყველა, ვინც ახლა წინა ხაზზეა. ახლა აქ არის ძალიან მარტივი რაღაც, ეს არის სრულიად ქართველი ერის ბრძოლა.

მთელი ოპოზიცია გაერთიანდა, არავინ არ შედის ამ პარლამენტში. უფრო მეტიც, ეს პარლამენტი არ შევა იქ, რადგან ჩვენ მათ იქ არ შევუშვებთ, ქართველი ხალხი მათ არ შეუშვებს, მე ამას ვაცხადებ სრული პასუხისმგებლობით, იმიტომ კი არა, რომ ჩემი გადაწყვეტილებაა, ეს არ იქნება ჩემი გადაწყვეტილება. მე მთლიანად ვუჭერ მხარს გაერთიანებული ოპოზიციის ყველა გადაწყვეტილებას, ოპოზიციური ჯგუფების გადაწყვეტილებას. მთლიანად ვეთანხმები, რაზეც დღესაც ილაპარაკეს, გუშინაც, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს არის ქართველი ერის საკითხი“, – განაცხადა სააკაშვილმა.