აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და შუა აზიის საკითხებში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის წარმომადგენელი, მიხაელ ზიბერტი საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.
„საქართველოშისაპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი პოლიტიკური დაძაბულობა შეშფოთების მიზეზია. მნიშვნელოვანია, რომ ყველა პოლიტიკურმა აქტორმა პასუხისმგებლობა აიღოს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაზე. მივესალმები იმას, რომ ორივე მხრიდან წამყვანი პოლიტიკური ფიგურები დიალოგისთვის მზაობას გამოხატავენ“, - დაწერა მიხაელ ზიბერტმა Twitter-ზე.