ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მისი ერთადერთი ამოცანა საქართველოში რევოლუციის მოწყობაა
„ნაციონალური მოძრაობის“ ბელადი ნამდვილად არ აპირებს, რომ მშვიდობიანი გზით, თუნდაც რჩევა მისცეს თავის ე.წ. „მოძრაობას“. მისი მთავარი სცენარია რადიკალიზაცია, დესტაბილიზაცია, ქვეყნის დაქცევა, არეულობაა და მას მხოლოდ ამ გზით ესახება საქართველოში ხელისუფლების შეცვლა. მისი ერთადერთი ამოცანა საქართველოში რევოლუციის მოწყობაა“ - განაცხადა ლევან ნიკოლეიშვილმა.
გუშინ, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, სერბეთში, სლობოდან მილოშევიჩის წინააღმდეგ მიმართულ გადატრიალებასა და საქართველოს საპროტესტო ტალღას შორის პარალელი გაავლო. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ სააკაშვილმა საკუთარი გეგმის შესახებ სათქმელი ირიბად, სწორედ ამ მიმართვით თქვა.
როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, საქართველო პატარა ქვეყანაა, ყველა ყველას იცნობს, ყველას აქვს იმ პოლიციელების ტელეფონის ნომრები, რომლებიც ცესკო-სთან იდგნენ და მათ უნდა უთხრან, რომ საქართველოს მტრის მხარეს არ დადგნენ.
„ღია ტექსტით გელაპარაკებით. მათ შეუძლიათ ერთ ადგილზე კონცენტრაცია, გუშინ რაც მოხდა ცესკო-სთან სწორი იყო, რომ ლიდერებმა თავი აარიდეს ცესკო-სთან შეტაკებას. იქ იყო შეყრილი 800-900 ჩაფხუტიანი კოსმონავტი პატარა ტერიტორიაზე და ეს არის მათი ძირითადი ძალა. მათ ეშინოდათ, როგორც სერბეთში გააკეთა თავის დროზე ხალხმა, ხალხი მივიდოდა, გამოიტანდა ამ გაყალბებულ ბიულეტენებს და გადაყრიდა, მილოშევიჩი თავის დროზე ასე დაამარცხეს. ეტყობა ივანიშვილს ეს ვიღაცამ მოუყვა და ამიტომ გაამაგრა ცესკო. ჩვენ როგორ უნდა ვიმოქმედოთ, ჩვენ უნდა გავუხსნათ მათ ბევრი ფრონტი. ჩვენ გვაქვს ყველა ამ პოლიციელის პირადი ტელეფონი, ბევრმა თქვენგანმა იცის, სად ცხოვრობენ, ჩვენ უნდა მივიდეთ მათ სახლებთან, ველაპარაკოთ მათ მშობლებს, უნდა გავუკეთოთ წარწერები – აქ ცხოვრობს, რატომ დამიჭირე, რატომ მცემე, რატომ მჩაგრავ, რატომ ემსახურები სა