„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ სკანდალურ განცხადებასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა და საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე მეორე განცხადება გამოაქვეყნა, თუმცა მას „მთვარი არხის“ დირექტორმა, ნიკა გვარამიამ დაასწრო.
გვარამიამ გრიგოლ ვაშაძის სახელით მეორე განცხადება მანამდე გამოაქვეყნა, სანამ ეს განცხადება თავად გრიგოლ ვაშაძის „ფეისბუქზე“ გავრცელდებოდა.
რაც შეეხება ვაშაძის პირველ განცხადებას, ტექსტი „ნიუპოსტზე“ გავრცელდა და ამ განცხადების შინაარსი ოპოზიციიისთვის სრული მოულოდნელობა აღმოჩნდა. განცხადებამ პარტიაში დაბნეულობა გამოიწვია. მაჟორიტარობის კანდიდატმა და ტელეწამყვნმა ნანუკა ჟორჟილიანმა პარტიის თავმჯდომარეობის პოსტიდან გრიგოლ ვაშაძის გადადგომაც კი მოითხოვა.