ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ამერიკელი მოდელი ჰეილი ბოლდვინი უცხოური გამოცემებისა და ტაბლოიდების მუდმივი განხილვის საგანია.
საქმე იმაშია, რომ 23 წლის ვარსკვლავის ორსულობის შესახებ უამრავი სიახლე გავრცელდა, რასაც ჰეილიმ საბოლოოდ პასუხი სოციალური ქსელის საშუალებით გასცა: "გთხოვთ შეწყვიტეთ არასწორი ინფორმაციის გავრცელება, რომელსაც თქვენი "წყაროებისგან" იღებთ და კონცენტრირდით იმაზე, რაც მნიშვნელოვანია."
მოდელმა ასევე ოფიციალურ ინსტაგრამ გვერდზე ფოტოებიც გამოაქვეყნა, სადაც მისი სხეულის დემონსტრირებით კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ორსულად არაა.