ბრუკლინ ბექჰემი და ნიკოლა პელცი: წყვილი ნიუ-იორკის აეროპორტში!

ბრუკლინ ბექჰემი და ნიკოლა პელცი: წყვილი ნიუ-იორკის აეროპორტში!

დევიდ და ვიქტორია ბექჰემების უფროსმა შვილმა, ბრუკლინ ბექჰემმა, შეყვარებულს, მსახიობ ნიკოლა პელცს ხელი ამ ზაფხულს თხოვა და მას შემდეგ წყვილი ერთმანეთის გარეშე არ გამოჩენილან. ისინი აქტიურად ანთავსებენ ფოტოებს სოციალურ ქსელში და პაპარაცების ობიექტივშიც ხშირად ხვდებიან. გამონაკლისი არც უკანასკნელი შემთხვევა გამხდარა, როდესაც ისინი ნიუ-იორკის აეროპორტში შენიშნეს.

ბრუკლინმ არჩევანი თეთრი ფერის სამოსზე შეაჩერა. მას კომფორტული მაისური და სპორტული შარვალი ეცვა, რომელსაც ამავე ფერის კედები შეუხამა. საქმროსგან განსხვავებით ნიკოლამ შავი ფერის სამოსი მოირგო. მას ჯინსის შარვალი და შავი მაისური ეცვა, რომელსაც ამავე ფერის ტყავის ქურთუკი და ფეხსაცმელი შეუხამა.