„სააკაშვილიზმი გულისხმობს იმას, რომ ქვეყანა მოარყიოს და იქნებ როგორმე დაეუფლოს ხელისუფლებას, რომელიც ხალხმა წაართვა“, - ამის შესახებ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
„წარმოიდგინეთ რამხელა ბოროტება მძვინვარებს, რომ ეს ქვეყანა როგორმე მოანგრიონ. რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ - აქ ორი გზაა, იმოქმედოს სამართლებრივი ნორმებით და დაიცვას ეს ქვეყანა სტრესისა და დანგრევისაგან, მით უმეტეს პანდემიის ფონზე რთული ეკონომიკური პრობლემები გვექმნება; აღარ მოუსმინოს ირონიას - აქაც ორი ტიპის ხალხია.
არის საზოგადეობის ნაწილი, ძირითად ახალგაზრდები, რომლებიც არ უწყიან, რა სისხლის მღვრელების, სადისტების გვერდით დგანან და შეიძლება, რაღაც ეიფორიის ქვეშ არიან. არის მეორე ნაწილი, რომელმაც ზუსტად იცის, რას აკეთებს და შეპყრობილია სენით, რომელსაც ჰქვია სააკაშვილიზმი.
ეს სააკაშვილიზმი გულისხმობს იმას, რომ ქვეყანა მოარყიოს და იქნებ როგორმე დაეუფლოს ხელისუფლებას, რომელიც ხალხმა წაართვა. ერის სახელით ლაპარაკობენ ადამიანები, რომლებიც ქართველ ერს აგინებენ და მეორე, აკეთებენ იმას, რაც გუშინ გააკეთეს და რის გაკეთებას დღეს კიდევ აპირებენ. ასევე არის მცირე ნაწილი, რომელსაც მგონი, სექტა ჰქვია, თუმცა მათზეც პასუხისმგებლობა სახელმწიფომ უნდა აიღოს - ამას სააკაშვილები არას დაგიდევდნენ და ისე გაასწორებდნენ ყველას და ანთხევინებდნენ სისხლს, როგორც დაგიბარებიათ“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.