დავით ჩიხელიძე: პაველ ჰერჩინსკი არის დიპლომატიას ამოფარებული მავნებელი, რომელიც საქართველოში რადიკალური ოპოზიციის ინტერესებს ატარებს! 

დავით ჩიხელიძე: პაველ ჰერჩინსკი არის დიპლომატიას ამოფარებული მავნებელი, რომელიც საქართველოში რადიკალური ოპოზიციის ინტერესებს ატარებს! 

პაველ ჰერჩინსკი არის დიპლომატიას ამოფარებული მავნებელი, რომელიც საქართველოში რადიკალური ოპოზიციის ინტერესებს ატარებს! - ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ჩიხელიძე ევროკავშირის ელჩის განცხადებას, სანქციების შემოღების თაობაზე. 

როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, საქართველოს ხელისუფლებას ებრძვიან, რადგან მარიონეტობას რეალური დამოუკიდებლობა და საქართველოს ინტერესების გატარება ამჯობინეს, ებრძვიან რადგან საქართველომ უარი თქვა ბომბების წვიმაზე და ცალ ფეხზე მორჩილად დგომას არ შეეგუა.

„პაველ ჰერჩნსკი, იდიოტი რომლის ატანაც გვიწევს! ევროკავშირის ელჩმა საქართველოს ხელისუფლების შესაძლო სანქცირებაზე კომენტარი გააკეთა და იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირის სანქციებს დააწესებს. პაველ ჰერჩინსკი არის დიპლომატიას ამოფარებული მავნებელი, რომელიც საქართველოში რადიკალური ოპოზიციის ინტერესებს ატარებს! ხელისუფლებას ებრძვიან, რადგან მათ მარიონეტობას რეალური დამოუკიდებლობა და საქართველოს ინტერესების გატარება ამჯობინეს, ებრძვიან რადგან საქართველომ უარი თქვა ბომბების წვიმაზე და ცალ ფეხზე მორჩილად დგომას არ შეეგუა! 

ევროკავშირში საქართველოს სანქცირებაზე საუბრამდე უმჯობესია, განიხილონ რა ხდება საფრანგეთში (მთავარ ოპოზიციონერს არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალეს) გერმანიაში (ყველაზე მსხვილი ოპოზიციურ პარტია ექსტრემისტულ დაჯგუფებად გამოაცხადეს) რუმინეთში (გააუქმეს არჩევნების შედეგები) და ა.შ. პრობლემა არა საქართველოში, არამედ ევროკავშირში არის, რომელიც საკუთარი ინტერესების გატარების შეზღუდვას ვერ ეგუება და მზად არის, მტრად გამოაცხადოს ყველა, ვინც მათ დადგენილ თამაშის წესებს ეწინააღმდეგება! ელჩის განცხადებით საქართველო ევროკავშირთან დაახლოების ნაცვლად მათ შორდება, რაც მტკნარი სიცრუე არის, ყველა კვლევა თუ ანგარიში საქართველოს, ევროკავშირთან თავსებადობას მიუთითებს, საქართველო ყველა ძირითად კომპონენტში უსწრებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ნაწილს, რაც არ შეიძლება დაშორებად იქნას აღქმული.

ჰერჩინსკის სიტყვები, ვმუშაობ საქართველოს სანქცირებაზეო - ელჩის მხრიდან ნამდვილი ნონსენსია, მაგრამ კოლონიზატორისგან გასაგებია, ელჩი ხომ კოლონიზატორის აზრით, მხოლოდ შირმაა მეფისნაცვლისთვის. ელჩმა სანქცირების კიდევ ერთი საოცარი მიზეზი მოიფიქრა, ქუჩაში ხალხი რომ სცემეს, ამ სისასტიკისთვისო. ისევ ევროპის მაგალითი უნდა მოვიყვანო, ელჩი თვალებში ნაცარს გვაყრის და გვეუბნება რაც საფრანგეთში, გერმანიაში და ევროპის სხვა ქვეყნების ქუჩებში რაც ხდება, მათ შორის პოლიციელების მხრიდან, ეგ არაფერიაო. ეს ის ხალხია, რომელთაც სააკაშვილის დროს, ფორმიანების მიერ ქუჩებში ხალხის დახვრეტა არ აღელვებდათ, რადგან სააკაშვილი მათი ყურმოჭრილი მსახური იყო. ასე რომ გონიერი ადამიანები თვითონ მიხვდებიან, სინამდვილეში რა აწუხებთ, "სისასტიკე" თუ საქართველოთი თამაშის უფლების დაკარგვა“, - წერს დავით ჩიხელიძე.