გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობის წევრებს და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე სამომავლო გეგმებზე და მუნიციპალიტეტში არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს.
გიორგი ღურჯუმელიძემ გასულ პერიოდში მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის თვითმმართველობის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა.
საკრებულოს სხდომათა დარბაზში გამართულ შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები, ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე და საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია დაესწრნენ.