გიგა ბოკერია: რამდენიც საჭირო იქნება ამ კრიზისის განმუხტვისთვის, იმდენი ხანი გაგრძელდება მშვიდობიანი პროტესტი

გიგა ბოკერია: რამდენიც საჭირო იქნება ამ კრიზისის განმუხტვისთვის, იმდენი ხანი გაგრძელდება მშვიდობიანი პროტესტი

რამდენი ხანიც საჭირო იქნება ამ კრიზისის განმუხტვისთვის და ამ რეჟიმისთვის გონს მოსაყვანად, რომ დაინიშნოს ხელახალი არჩევნები, იმდენი ხანი გაგრძელდება მშვიდობიანი პროტესტი, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.

„ვიხილეთ მორიგი ეპიზოდი სამარცხვინო რეაქციის, პანიკის. წყლის ჭავლის და გაზის გამოყენება მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ არის პანიკური რეჟიმისთვის დამახასიათებელი სამარცხვინო საქციელი. ჩვენი ამოცანაა სადაც ვართ იქ რამე საბაბი არ მივცეთ რეჟიმის, რომ ამ ხალხს ბრძანება მისცენ უკანონო კიდევ ერთი.

ჩვენ შესვლის გადაწყვეტილება არ მიგვიღია, მაგრამ თუ ვინმეს ემოციური რეაქცია ჰქონდა, ან ახლოს მივიდა, დანარჩენ ხალხს წყლის ჭავლს რატომ ესვრიან?!“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა 8 ნოემბერს პარლამენტთან საპროტესტო აქცია გამართეს და თავიანთი მოთხოვნები გააჟღერეს. მათ შორის არის: 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგების არალეგიტიმურად ცნობა, რიგგარეშე არჩევნების ჩატარება და ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელახალი დაკომპლექტება. მოგვიანებით მათ ცესკოსთან გადაინაცვლეს. ცესკოსთან სამართალდამცველებმა დემონსტრანტების მიმართ წყლის ჭავლი მანამდე გამოიყენეს, რასაც წინ უძღოდა დაპირისპირება და აგრესია პოლიციელების მიმართ.