საქართველოს პარლამენტი „მეგობარი აქტის“ შესახებ განცხადებას ავრცელებს: საქართველოს დღესაც უწევს გამკლავება ევროპული ბიუროკრატიის უსამართლო მიდგომასთან, რაც ქმნის ერთადერთ ხელოვნურ ბარიერს ევროინტეგრაციის გზაზე

საქართველოს პარლამენტი „მეგობარი აქტის“ შესახებ განცხადებას ავრცელებს: საქართველოს დღესაც უწევს გამკლავება ევროპული ბიუროკრატიის უსამართლო მიდგომასთან, რაც ქმნის ერთადერთ ხელოვნურ ბარიერს ევროინტეგრაციის გზაზე

2022 წლის მარტში სწორედ მოქმედმა ხელისუფლებამ შეიტანა განაცხადი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად. თუმცა, საქართველოს ხელისუფლებას და ქართველ ხალხს 2022 წლის ივნისში კანდიდატის სტატუსზე ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ეთქვა უარი, რაც „დიფ სთეითმა“, კერძოდ, USAID-ის, NED-ის და სხვა შესაბამისი ფონდების მიერ დაფინანსებულმა NGO-ებმა რევოლუციის მოწყობის მცდელობისთვის გამოიყენეს,  - ნათქვამია საქართველოს პარლამენტის განცხადებაში, რომელიც აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებულ „მეგობარი აქტს“ შეეხება. 

პარლამენტის განცხადებაში საუბარია იმაზე, რომ საქართველოს ხელისუფლებას და ქართველ ხალხს 2024 წელს უარი უთხრეს მოლაპარაკების გახსნაზე და ქვეყანას დღესაც უწვეს ევროპული ბიუროკრატიის უსამართლო მიდგომასთან გამკლავება.

როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, ნატო-ში საქართველოსა და უკრაინის ინტეგრაციას აშშ და ნატო საშუალოვადიან პერსპექტივაშიც კი არ მიიჩნევენ რეალურად, შესაბამისად, ამ პირობებში საქართველოს ჭარბი აქტიურობა აზრს მოკლებულია. 

„უსამართლო მიდგომის მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლებამ, ქართველი ხალხის თანადგომით, 2023 წლის დეკემბერში მაინც მოიპოვა კანდიდატის სტატუსი. თუმცა, უსამართლო მიდგომა 2024 წლიდან ისევ განახლდა, კერძოდ, საქართველოს ხელისუფლების მზაობის მიუხედავად, ევროპულმა ბიუროკრატიამ შექმნა ხელოვნური დაბრკოლება ევროპული ინტეგრაციის გზაზე, უთხრა რა საქართველოს ხელისუფლებასა და ქართველ ხალხს უარი მოლაპარაკებების გახსნაზე. საქართველოს დღესაც უწევს გამკლავება ევროპული ბიუროკრატიის უსამართლო მიდგომასთან, რაც ქმნის ერთადერთ ხელოვნურ ბარიერს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე. რაც შეეხება ნატოში საქართველოს ინტეგრაციას, როგორც ცნობილია, აშშ-ს ახალი ადმინისტრაცია და ნატო უკრაინისა და საქართველოს ნატოში ინტეგრაციას საშუალოვადიან პერსპექტივაშიც კი არარეალურად მიიჩნევენ და ასეთ პირობებში, საქართველოს ჭარბი აქტიურობა აზრს არის მოკლებული. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ცხადია, რომ ბრალდებას საქართველოს ხელისუფლების მიერ „ევროატლანტიკური ინტეგრაციის დაბლოკვის“ შესახებ არავითარი საფუძველი არა აქვს;“ -  აღნიშნულია პარლამენტის განცხადებაში.