მომღერალი ჯონი დეპი

მომღერალი ჯონი დეპი

ცნობილი ამერიკელი მსახიობი ჯონი დეპი თავისი საქმის ჩინებული პროფესიონალია.

უბადლო სამსახიობო ნიჭის გარდა ის შესანიშნავი მომღერლის თვისებებითაც არის დაჯილდოებული.

გასულ წელს ჯონი დეპმა საკუთარი ჯგუფი „Johnny Depp Band” ჩამოაყალიბა.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ მსახიობმა ოთხი კომპოზიცია ჩაწერა.

ამ ალბომში შევიდა დეპის ინსტრუმენტალური ტრეკი, კომპოზიცია, რომელსაც ჯ.ჯ. ჰოლიდეისთან ერთად ასრულებს. ამის გარდა მან საკუთარ ჯგუფთან ერთად კიდევ ორი კომპოზიცია ჩაწერა.