პრეზიდენტონის დამოუკიდებელმა კანდიდატმა და რეპერმა კანიე ვესტმა აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში 60 ათასი ხმა მიიღო. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Hill ავრცელებს.
რეპერი პრეზიდენტი ტრამპის ღია მხარდამჭერია. ბევრი სოციალურ ქსელში განიხილავდა, რომ მილიონობით ფანის ფონზე საარჩევნო კამპანიაში ჩართვა დემოკრატი ჯო ბაიდენისთვის ზიანის მიყენებას ისახავდა მიზნად.
ვესტმა აღიარა, რომ 43 წლის ასაკში ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში პირველად მისცა ხმა და ისიც საკუთარ თავს.
"დღეს ჩემს ცხოვრებაში პირველად მივეცი ხმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატს და ეს ის ადამიანია, ვისაც ბოლომდე ვენდობი — ჩემი თავი", — დაწერა მან ტვიტერზე.
ვესტმა დამარცხება უკვე აღიარა და ტვიტერზე მომავალი არჩევნები დააანონსა.