საბავშვო სიმღერაზე Baby Shark გადაღებული ვიდეორგოლი Youtube-ის რეკორდსმენი გახდა

საბავშვო სიმღერაზე Baby Shark გადაღებული ვიდეორგოლი Youtube-ის რეკორდსმენი გახდა

ზვიგენების შესახებ სიმღერაზე გადაღებულ ვიდეორგოლს 7 მილიარდი 49 მილიონი ნახვა აქვს. წინა რეკორდსმენს, პუერტო-რიკოელი შემსრულებლების ლუის ფონსის და დედი იანკის სიმღერას Despacito 10 მილიონი ნახვით ნაკლები აქვს. ეს რგოლი ყველაზე პოპულარული 2018 წელს გახდა.

Baby Shark-ის ავტორის ვინაობა უცნობია. ერთ-ერთი თეორიის მიხედვით, სიმღერა პოპულარული აშშ-ის საბავშვო ბანაკებში 1975 წელს, სტივენ სპილბერგის ფილმის „ყბები“ პრემიერის შემდეგ გახდა. Youtube-ზე კი სიმღერა პირველად 2008 წელს აიტვირთა.