რეალითი შოუს ვარსკვლავი, 41 წლის კორტნი კარდაშიანი და 37წლის სკოტ დისიკი ერთმანეთს წლების განმავლობაშ ხვდებოდნენ, მათ სამი მცირეწლოვანი შვილიც ჰყავთ,10 წლის მეისონი, 8 წლის პენელოპა და 5 წლის რეინი.
მიუხედავად ამისა სკოტი და კორტნი არასოდეს დაქორწინებულან, სკოტი კი ახალგაზრდა მოდელს, სოფია რიჩის ხვდებოდა, თუმცა ახლა ფანები ვარაუდობენ, რომ სოფიასთან დაშორების შემდეგ მან რომანტიკული ურთიეთობა კორტნისთან აღადგინა.
ფანების ეჭვს ხელს ის ფაქტიც უწყობს, რომ სულ ცოტა ხნის წინ კორტნიმ სკოტთან ერთად გადაღებული ძველი ფოტოც გამოაქვეყნა. შეგახსენებთ, რომ წყვილმა ურთიერთობა 2006 წელს დაიწყო, როდესაც კორტნი 27 წლის იყო, სკოტი კი 23-ის