ჩინეთში ძაღლმა სახლში დასაბრუნებლად 100 კილომეტრი გაიარა

ჩინეთში ძაღლმა სახლში დასაბრუნებლად 100 კილომეტრი გაიარა

ჩინეთში ერთმა ოჯახმა თავისი ოქროსფერი რეტრივერის დროებით მეგობართა დატოვება გადაწყვიტა, ძაღლმა კი სახლში დაბრუნება არჩია. ამის შესახებ The Daily Mail-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ძაღლმა სახელად პინ ან სხვა სახლში 4 თვე გაატარა, მერე კი ვერ გაძლო და სახლში დაბრუნება გადაწყვიტა. მან 2 კვირის განმავლობაში 100 კილომეტრი გაიარა, მერე კი ის ერთ-ერთი ოფისის თანამშრომლებმა შეამჩნიეს - ძაღლი კოჭლობდა, მას თათები ჰქონდა დაზიანებული.

ძაღლის ფოტოები სოციალურ ქსელში WeChat განათავსეს, სურათები პინ ანის პატრონებმა ნახეს და ძაღლი სახლში დააბრუნეს. ძაღლს ყველა საჭირო სამედიცინო პროცედურა ჩაუტარდა, ოჯახი კი პირობას დებს, რომ პინ ანს სახლიდან აღარასოდეს გაუშვებს.