ონლაინ პლატფორმებზე გამოსული წლის ყველაზე პოპულარული ფილმების სია გამოქვეყნდა. ამის შესახებ Variety წერს.
გამოცემის ინფორმაციით, სია კომპანია ScreenEngine/ASI-ს კვლევის შედეგების მიხედვით შედგა, რომელმაც 13-64 წლის 1200 მაყურებლის მონაცემები შეისწავლა. ამასთან, კომპანია ფილმის ნახვებს გამოსვლის დღიდან მხოლოდ1 კვირის განმავლობაში ითვლიდა.
პირველ ადგილზე მიუზიკლი „ჰამილტონია“, რომელიც ივლისში Disney+-ზე გამოვიდა. მისი ავტორი და მთავარი როლის შემსრულებელი ლინ-მანუელ მირანდაა, რომლისთვის აშშ-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი მამის, ალეგზანდერ ჰამილტონის ბიოგრაფია შთაგონების წყაროდ იქცა. მან უნიკალური ჰიპ-ჰოპ მიუზიკლი შექმნა, რომელშიც ძირითადად ფერადკანიანი მსახიობები თამაშობენ და რომელიც ცნობილი პოლიტიკოსის ცხოვრების ისტორიას მოგვითხრობს.
მეორე ადგილზეა კომედია „ბორატი 2“. ფილმი 2006 წლის ჰიტის გაგრძელებაა და აშშ-ში წინასაარჩევნო ვითარების შესახებ ყვება.
პირველ ხუთეულში ასევე შევიდნენ: „ჩემი ჯაშუში“, „ევაკუაცია“, „ფინესი და ფერბი: კენდისი სამყაროს წინააღმდეგ“.