ჯენერები შერიგდნენ: კაილის გულითადი ჟესტი ქენდალის დაბადების დღისთვის

ჯენერები შერიგდნენ: კაილის გულითადი ჟესტი ქენდალის დაბადების დღისთვის

სულ ცოტა ხნის წინ, ქენდალ ჯენერს 25 წელი შეუსრულდა და ეს დღე მეგობრებთან ერთად გლამურული წვეულებით აღნიშნა.

თუმცაღა ერთ-ერთი მთავარი დეტალი, რაც გამომწერებს მოხვდათ თვალში კაილი ჯენერის მიერ გადადგმული ნაბიჯია, რაც მის კოსმეტიკურ ბრენდში ქენდალის კოლექციის ხელახლა ჩაშვებას გულისხმობს.

როგორც ჩანს, დების ურთიერთობა გაუმჯობესდა, რადგან მათ სულ ცოტა ხნის წინ, ოჯახური ვახშმის დროს ერთმანეთის წინააღმდეგ ფიზიკური ძალაც კი გამოიყენეს, რისი მიზეზიც არც მეტი, არც ნაკლები კომბინიზონი იყო, რომელიც ქენდალის ნაცვლად კაილიმ მიითვისა.