Netflix-მა ჯულია ქუინის ისტორიული რომანების მიხედვით გადაღებული სერიალის „ბრიჯერტონი“ ტრეილერი გამოაქვეყნა. ეკრანიზაციის პროდიუსერი „გრეის ანატომიის“ შემქმნელი შონდა რაიმსია.
შოუ XIX საუკუნის ბრიტანული არისტოკრატიული საზოგადოების სკანდალებსა და ჭორებზე მოგვითხრობს. სიუჟეტის ცენტრში ახალგაზრდა დაფნი ბრიჯერტონი და ჰასტინგის ჰერცოგი არიან, რომელთა ურთიერთობებს მთელი საზოგადოება ადევნებს თვალს.
სერიალის პირველი სეზონი Netflix-ზე 2020 წლის 25 დეკემბერს გავა. მთავარ როლებს შოუში ფიბი დაინევორი, რეჟე-ჟან პეიჯი, ჯონათან ბეილი, ნიკოლა კოენი და ჯული ენდრიუსი ასრულებენ.