კანიე უესტმა საკუთარი სახელი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების ბიულეტენში ჩაწერა და ხმა თავის თავს მისცა

კანიე უესტმა საკუთარი სახელი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების ბიულეტენში ჩაწერა და ხმა თავის თავს მისცა

რეპერმა კანიე უესტმა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმის მისაცემ ბიულეტენში საკუთარ სახელი ჩაწერა და ხმა თავის თავს მისცა. ამის შესახებ მუსიკოსმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე დაწერა.

მისი თქმით, ის არჩევნებზე პირველად წავიდა.

უესტი ხმას ვაიომინგის შტატში აძლევდა. The New York Times-ის განმარტებით, რეპერი ამერიკის შტატების უმეტესობაში ბიულეტენში ვერ მოხვდა, მათ შორის ვაიომინგშიც, რადგან შტატების ნაწილში საპრეზიდენტო კამპანიისთვის დადგენილ ვადებს გასცდა, ზოგ შტატში კი საკმარისი ხელმოწერა ვერ შეაგროვა.

აშშ-ი საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს.

კანიე უსტმა არჩევნებში მონაწილეობის შესახებ 5 ივლისს განაცხადა. მას მხარდაჭერა მეუღლე კიმ კარდაშიანმა და ილონ მასკმა გამოუცხადეს.