მეგან ფოქსმა სოციალურ ქსელში დაწერილი კომენტარით კიდევ ერთხელ მიიქცია ყურადღება. საქმე მისი ყოფილი მეუღლის- ოსტინ გრინის მიერ გამოქვეყნებულ საჰელოუინო ფოტოებს ეხება, რომლებშიც წყვილის საერთო შვილებიც ფიგურირებენ.
უწყინარმა კადრებმა დედიკო გააღიზიანა და მან პოსტს ვრცელი კომენტარი დაურთო, "ასეთი რთულია მათი ამოჭრა კადრიდან? ან აირჩიე ისეთი ფოტოები, რომლებშიც ისინი არ ჩანან. მათთან ერთად ჰელოუინი არაჩვეულებრივად გავატარე, მაგრამ ჩემს სოციალურ ქსელებში მსგავსი არცერთი პოსტი არ მოიძებნება. ვიცი, რომ შვილები გიყვარს, მაგრამ ვერ ვხვდები რატომ იყენებ მათ ინსტაგრამზე საპოზიოროდ. იმდენად მოწამლული ხარ იმ აზრით, რომ მე უგულისყურო დედა ვარ, შენ კი, მზრუნველი მამა... ბავშვები შენთან დროის ნახევარს ატარებენ, რაში გჭირდება ხალხის გამოძახილი რომ არაჩვეულებრივი მამა ხარ, თუ ამაზე მათი შენდამი სიყვარული ისედაც მეტყველებს?"- დაწერა ფოქსმა.
საბოლოოდ, გრინს კომენტარისთვის არ უპასუხია და უბრალოდ ფოტო წაშალა.