უელსის საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი, წარსულში ცნობილი ფეხბურთელი რაიან გიგზი მეგობარ ქალზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ გამოცემა The Sun წერს.
გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი 1-ელ ნოემბერს მოხდა. დაზარალებულმა კეიტ გრევილმა პოლიცია გამოიძახა, რის შემდეგაც გიგზი დააპატიმრეს და მეორე დღეს თავდებით გაათავისუფლეს. მას თავდასხმისა და ფიზიკური ძალადობის ბრალდება აქვს წაყენებული.