ცნობილმა ვარსკვლავებმა უმეტეს შემთხვევაში საყოველთაო ცნობადობის მიღწევამდე, საკმაოდ რთული და დაბრკოლებებით სავსე ცხოვრება გამოიარეს. როგორც ქვემოთ მოყვანილი სიიდან ხედავთ, ბევრ მათგანს საკუთარი სახლის ქონის ბედნიერებაც არ ჰქონია, თვალი გადავავლოთ იმ ადამიანებს, რომლებმაც მიუხედავად გარემოებებისა, შეძლეს საკუთარი თავისთვის წინსვლის მოტივაცია მიეცათ:
ჰელი ბერი კ,არიერის დაწყებამდე ნიუ-იორკის ერთ-ერთ უსახლკაროთა თავშესაფარში ათევდა ღამეებს. "ჩემი სამოდელო საქმიანობიდან როცა მცირეოდენი შემოსავალი გამიჩნდა, ნიუ-იორკში ჩავედი. სამი თვის შემდეგ უფულოდ დავრჩი დადედაჩემს დავურეკე, მაგრამ მან ფულის გამოგზავნაზე უარი მითხრა," - აღნიშნა ვარსკვლავმა People-სთან საუბარში.
სილვესტერ სტალონე სანამ Rocky-ში გადაიღებდნენ ავტობუსების სადგურში ცხოვრობდა, რადგან გადასახადის გადაუხდელობის გამო იუ-იორკში დაქირავებული ბინიდან გააგდეს.
მშობლების დაშორების შემდეგ, ჰილარი სვანკი დედასთან ერთად ღამეებს მანქანაში ათევდა, შემდეგ კი, ორივე მათგანი 75 დოლარით ლოს-ანჯელესისკენ გაემართა, რათა იქ კარიერა აეწყო.
სანამ ცნობილი კომიკოსი კარიერას აიწყობდა, ოჯახთან ერთად მინივენში გადასახლება მოუწია, რათა რენტის თანხა დაეზოგა.
ცნობილი მომღერალი სამუსიკო კარიერის დაწყებამდე სირთულის წინაშე ხანძრით განადგურებულმა სახლმა დააყენა, რის გამოც მას მანქანაში უწევდა ძილი.
კრის პრატმა ახალგაზრდობა ჰავაიში გაატარა და მინივენში ეძინა, პარალელურად კი, ყოველდღიური სამუშაოებით ირჩენდა თავს.
ჯენიფერ ლოპესს მოცეკვავის კარიერის დაწყებამ ოჯახთან გაურთულა ურთიერთობა, დედის წინააღმდგომის მიუხედავად, ის სახლიდან წავიდა და ჯენეტ ჯექსონის მოცეკვავეთა გუნდს შეუერთდა, დანარჩენი კი, უკვე ისტორიაა.
ედ შირანს 2011 წლის სამსუკო დებიუტამდე ღამეების თენება მეგობრების მისაღებ ოთახებში უწევდა, როგორც მის ბიოგრაფიულ წიგნში წერია, ვარსკვლავს მეტროსთვისაც ხშირად შეუფარებია თავი.
შანიე თვეინმა ბავშვობა ოჯახთან ერთად უსახლკაროთა თავშესაფარში გაატარა.
ჰედერ მილსი სამოდელო კარიერის დაწყებამდე თუ პოლ მაკარტნიზე დაქორწინებამდე, ოჯახში არსებული არასასურველი მდგომარეობის გამო, მოხეტიალე ცირკს შეუერთდა.