ოპოზიციური პარტია „ევროპული საქართველოს“ ლიდერის გიგა ბოკერის მეუღლე, რომელიც საარჩევნო კამპანიას ხელმძღვანელობდა, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. ჩერგოელეიშვილი, აღნიშნავს, რომ პარტიის შედეგებმა გული დაწყვიტა. ამავე პოსტში, ის მხარდამჭერებს მადლობას უხდის და აცხადებს რომ გულშემატკივრებს არ დაივიწყებს.
„თბილისში მოვდივარ - ეს ხედი მაგრად მომენატრება.
მწყინს ევროპული საქართველოს შედეგი, მაგრამ კანონზომიერი ახსნა აქვს ამ ყველაფერს და რისი ახსნაც შეგიძლია, ის შეიძლება იოლად შეცვალო.
პარტიამ ეროვნულზე მაღალი შედეგი მიიღო ამ ოლქში.
გიგამ - პარტიაზე მაღალი.
მუშაობას აზრი აქვს. როგორც უკვე არაერთხელ ვთქვი - ამ ოლქს ჩვენ არ შევეშვებით, არც იმ ადამიანებს დავივიწყებთ, ვინც მხარი დაგვიჭირა.
დანარჩენი - ვნახოთ.
მოკლედ, მადლობა ყველას, ვინც ამ პროცესში გვერდზე გვედგა“, - წერს ჩერგოელეიშვილი.
ცნობისთვის, საქართველოს ცენტრალური სააჩევნო კომისიის პირველადი მონაცემებით, ევროპულმა საქართველომ 2020 წლის საპარამენტო არჩევნებში ამომრჩევლის 3.99% მიიღო.