გოგა ხაინდრავა: ეს არჩევნები ორი სიმბოლოთი დარჩება ქართულ საზოგადოებას - ბუბა კიკაბიძის რუსულად ნამღერი „თბილისო“ და შაშკინის იარაღი

გოგა ხაინდრავა: ეს არჩევნები ორი სიმბოლოთი დარჩება ქართულ საზოგადოებას - ბუბა კიკაბიძის რუსულად ნამღერი „თბილისო“ და შაშკინის იარაღი

ეს არჩევნები ორი სიმბოლოთი დარჩება ქართულ საზოგადოებას, ეს არის ბუბა კიკაბიძის რუსულად ნამღერი „თბილისო“ და შაშკინის იარაღი, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ განაცხადა.

„თავისუფლების მოედანზე, ზუსტად იმ მოედანზე სადაც 100 წლის წინ ორჯონიკიძემ კრემლში გაგზავნა დეპეშა „ლენინს, სტალინს თბილისზე ფრიალებს წითელი დროშა“, ზუსტად იმ ადგილზე იმღერა ბუბა კიკაბიძემ „თბილისო“ რუსულად. არც ერთმა ადამიანმა, ვინც იმ მოედანზე იყო შეკრებილი ეს არ გააპროტესტა, მეტსაც გეტყვით, ყველამ იმღერა, იცეკვა, დროშებიც ააფრიალეს, ე.ი ეს იქ შეკრებილი ადამიანის მსოფლმხედველობისთვის აბსოლუტურად მისაღები იყო.

მეორე სიმბოლო იქნება შაშკინი იარაღით. ეს ორი სიმბოლო დარჩება ქართულ საზოგადოების მეხსიერებაში სამუდამოდ 2020 წლის არჩევნებიდან“, - განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტო, რომელზეც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, დიმიტრი შაშკინია გადაღებული. სავარაუდოდ, ფოტო ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტალავერშია გადაღებული. ფოტოზე ჩანს, რომ შაშკინი აქტივისტებთან ერთად იმყოფება და შეიარაღებულია.

„ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველმა ნომერმა, პარტიის მიერ ორგანიზებულ დასკვნით აქციაზე რუსულად იმღერა.