ირაკლი კობახიძე:

ირაკლი კობახიძე: "ევროპული საქართველო" 8 საათისთვის საარჩევნო უბნებზე გეგმავს ხელოვნური რიგების შექმნას

"ქართული ოცნების" აღმასრულებელმა ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 8 საათისთვის "ევროპული საქართველო" საარჩევნო უბნებთან ხელოვნური რიგების შექმნას გეგმავს.

მისივე თქმით, 8 საათისთვის რიგში მდგომ ამომრჩეველს ხმის მიცემის უფლება აქვს და ამის გაპროტესტება კანონსაწინააღმდეგოა.

"მოვუწოდებთ ყველას, მშვიდად მიიღონ არჩევნების შედეგები და საარჩევნო კომისიას მისცენ შეუფერხებლად მუშაობის  შესაძლებლობა.

გვაქვს ერთი მცირე ინფორმაცია, "ევროპული საქართველო" 8 საათისთვის გეგმავს ხელოვნური რიგების შექმნას, მათ შორის იმ აქტივისტების მონაწილეობით, რომელთაც უკვე მიცემული აქვთ ხმა.

წესს შეგახსენებთ, წესი არის შემდეგი: როდესაც 8 საათისთვის იხურება უბნები, ამოწმებენ ვინ დგას რიგში და მათ აქვთ ხმის მიცემის საშუალება. ამის გაპროტესტებას გეგმავენ, რაც კანონსაწინააღმდეგოა.

კიდევ ერთხელ ყველას მოვუწოდებ აქტიურობისკენ, მოგიწოდებთ გაიზიაროთ "ქართული ოცნების" გამარჯვება და მონაწილეობა მიიღოთ არჩევნებში,"-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.