29 წლის მსახიობი, ემა რობერტსი მის პირველ შვილს ელოდება. ფეხმძიმობის მიუხედავად ის სოციალურ ქსელში ფოტოებს აქტიურად ანთავსებს. აღსანიშნავია, რომ ყოველთვის შესანიშნავად გამოიყურება.
გამონაკლისი მან არც ამჯერად დაუშვა, როდესაც ინსტაგრამზე ფანებს ახალი ფოტო გაუზიარა.
მის უახლეს პოსტში ემამ თეთრ ფერზე შეაჩერა არჩევანი. მას ფართე თეთრი კაბა ეცვა, რომელსაც ამავე ფერის, დაბალ ქუსლიანი ფეხსაცმელი შეუხამა.