გასული წლის დასაწყისში გამოცემამ “Rolling Stone” გაავრცელა ცნობა, რომ გამოჩენილი მომღერალი როდ სტიუარტი საკუთარი ბიოგრაფიის წერას შეუდგა.
68 წლის შოტლანდიელ როკმენს ბოლო პერიოდის განმავლობაში ბევრი თავისუფალი დრო გამოუჩნდა.
სტიუარტმა ამერიკულ გამოცემას ინტერვიუ მისცა და განაცხადა, რომ საკუთარ მოგონებებში მხოლოდ სიმართლეზე ისაუბრებდა.
“მემუარების დაწერის იდეა დიდი ხნის განმავლობაში მაწუხებდა. მოხარული ვარ რომ ამჟამად თავისუფალი დრო გამოვნახე და ხელში კალამი ავიღე. გირჩევთ ჩემი ნაშრომი აუცილებლად წაიკითხოთ, მე ხომ საკუთარ წარსულს ყოველგვარი შელამაზების გარეშე გავიხსენებ” – განაცხადა როდ სტიურტმა.
“Rolling Stone”-ის ჟურნალისტების მტკიცებით, როდ სტიუარტი ამ ნაშრომში საკუთარი ბიოგრაფიის თითოეულ ფურცელს შეეხებოდა.
მუსიკოსი გაიხსენებდა სიჭაბუკესა და მუსიკალური კარიერის პირველ ნაბიჯებს, მოღვაწეობას ჯგუფებში “The Jeff Beck Group” და “The Faces”.
მომღერალი აგრეთვე დეტალურად მიმოიხილავდა ურთიერთობას სამ მეუღლესთან: ალანა ჰემილტონთან, რეიჩელ ჰანტერთან და პენი ლანკასტერთან.
სამწუხაროდ ბატონმა როდ სტიუარტმა თაყვანისმცემლებს იმედები გაუცრუა.
ორი დღის წინ გამოცემა „Rolling Stones”-ის ჟურნალისტს მუსიკოსმა განუცხადა რომ თავისუფალი დრო არ გააჩნია და მემუარების დაწერას კატეგორიულად არ აპირებს.