35 წლის ამერიკელი მსახიობი სკარლეტ იოჰანსონი და 38 წლის კომიკოსი კოლინ ჯოსტი დაქორწინდნენ.
უცხოური გამოცემები იუწყებიან, რომ ვარსკვლავური წყვილის საქორწინო ცერემონია საიდუმლოდ, პრესის გარეშე, მხოლოდ ახლობელი ადამიანების გარემოცვაში ჩატარდა.
შეგახსენებთ, რომ სკარლეტი და კოლინი 2019 წლის მაისში დაინიშნნენ.