ჯერ კიდევ 2018 წლის აგვისტოს თვეში, 22 წლის მსახიობმა, რომლის სახელსაც მისი დაცვის მხარე მალავს, ჟერარ დეპარდიეს სასამართლოში სექსუალური ძალადობის ბრალდებით უჩივლა, თუმცაღა მაშინ დამამტკიცებელი საბუთების არარსებობის გამო, საქმე გაჩერდა.
რამდენიმე საათის წინ კი, კვლავ გაჟღერდა, რომ საქმე ხელახლა განიხილება, რისი ინიციატორიც კვლავაც ის გოგონაა, რომელიც მსახიობთან სახლში მიდიოდა, რათა მას ერთ-ერთი პიესისთვის მოემზადებინა.