ალბათ თითქმის ყველასთვის ცნობილია, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ამერიკელი მოდელი ჯიჯი ჰადიდი დედა გახდა.
ვარსკვლავს და მის მეგობარ ბიჭს მომღერალ ზეინ მალეკს ქალიშვილი შეეძინათ. რამდენიმე საათის წინ ჯიჯიმ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომლის საშუალებითაც კეთილის მსურველ საზოგადოებას, მეგობრებს, ნაცნობებს, ნათესავებს და უბრალოდ უცნობ ადამიანებს მხარდაჭერისთვის უხდის მადლობას:
"სანამ დრო მაქვს, მინდა მადლობა გადაგიხადოთ, სულ ვფიქრობ იმ გულუხვი საჩუქრების შესახებ, რომლებიც თქვენგან მივიღე და რომლებისთვისაც მადლობა საჯაროდ არ გადამიხდია. თუ რამე არ დამიპოსტავს, ეს მადლიერების ნაკლებობის გამო არ ხდება, უბრალოდ ახალბედა დედა ვარ, რომელიც ცდილობს ყველაფერი მოასწროს მანამ, სანამ გოგონას სძინავს."