ჩინეთში 14 წლის ბიჭი, სიმაღლის გამო შესაძლოა გინესის წიგნში მოხვდეს

ჩინეთში 14 წლის ბიჭი, სიმაღლის გამო შესაძლოა გინესის წიგნში მოხვდეს

ჩინეთში 14 წლის სკოლის მოსწავლის სიმაღლემ 221 სანტიმეტრი შეადგინა. მან განაცხადი გინესის რეკორდების წიგნის წარმომადგენლებთან გადაგზავნა, რადგან „მსოფლიოში ყველაზე მაღალი მოზარდის“ ტიტულის პრეტენდენტია. ამის შესახებ Daily Mail წერს.

ჩინელი მოსწავლე 14 წლის 18 ოქტომბერს გახდა. აქამდე „მსოფლიოში ყველაზე მაღალი მოზარდის“ ტიტულს გინესის წიგნის თანახმად ამერიკელი კევინ ბრეფორდი ფლობდა, რომლის სიმაღლეც 16 წლის ასაკში 216 სანტიმეტრს შეადგენდა

14 წლის ჩინელი ბიჭის სიმაღლე დაავადებით არაა გამოწვეული. ბიჭი ბავშვობიდანვე მეგობრებისგან სიმაღლით გამოირჩეოდა. მშობლებს ის ექიმებთან დაჰყავდათ, თუმცა მედიკოსები არწმუნებდნენ, რომ ბიჭს ჯანმრთელობის პრობლემები არ ჰქონდა. მისი სიმაღლე გენეტიკურია, რადგან, მშობლების და ბებია-ბაბუას სიმაღლე 180 სანტიმეტრს აღემატება.

ბიჭის სიმაღლე 3 წლის ასაკში 160 სანტიმეტრს შეადგენდა, 11 წლის ასაკში კი 206 სანტიმეტრს. ამის გამო სკოლაში მისთვის სპეციალური სკამი და მერხი შეუკვეთეს.