შეგახსენებთ, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი 29 წლის ამერიკელი მოდელი ემილი რატაკოვსკი ორსულადაა.
ემილი და მისი მეუღლე 31 წლის პროდიუსერი სებასტიან ბეარ-მაკლარდი პირველ შვილს ელოდებიან.
ოფიციალურ ინფორმაციას ორი დღის წინ Vogue-მა გაავრცელა.
რამდენიმე სააათის წინ ემილი ნიუ-იორკის ქუჩებში შენიშნეს. მანჰეტენზე მოსიარულე ემილიმ კომფორტული სტილი მოირგო, მან ჯინსის შარვალს თეთრი ბლუზი, მაღალყელიანი ყავისფერი ჩექმები და ქრემისფერი გრძელი ქურთუკი შეუხამა.