კეტი პერის 36 წელი შეუსრულდა და ამ დღისთვის ახალბედა დედიკოს ორლანდო ბლუმმა განსაკუთრებული სიურპრიზი მოუწყო.
მზრუნველმა მეუღლემ გადაწყვიტა მომღერლის ოცნება აეხდინა და ყაზახი პერსონაჟის - ბორატას როლის შემსრულებელს - საშა ბარონ კოენს დაუკავშირდა, რომელმაც პერსონაჟის იმიჯი კიდევ ერთხელ მოირგო, რათა კეტისთვის დაბადების დღე მიელოცა.
"შენი ოცნება ახდა, დაბადების დღეს გილოცავ ჩემო სიყვარულო," - ასე დაასათაურა ვიდეო ორლანდო ბლუმმა.