ანდრია ჯაღმაიძე: ნაკლებადაა მოსალოდნელი, რომ მეუფის გარემოცვაში კორონავირუსს გავრცელება მოჰყვეს

ანდრია ჯაღმაიძე: ნაკლებადაა მოსალოდნელი, რომ მეუფის გარემოცვაში კორონავირუსს გავრცელება მოჰყვეს

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე, მიტროპოლიტ სტეფანეს კორონავირუსით დაინფიცირების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც ჯაღმაიძე წერს, სასულიერო პირს ინფექცია, სავარაუდოდ, ჟურნალისტისგან გადაედო. ჯაღმაიძის ცნობით, მეუფესთან დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს, თუმცა ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა და სასულიერო პირი თვითიზოლაციაში იმყოფება.

„დღეს ბევრი ჟურნალისტი ინტერესდებოდა ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტ, სტეფანეს კორონავირუსით დაინფიცირების გამო.

„როგორც თავად მეუფემ მაცნობა, მასთან წინა კვირას ინტერვიუზე იმყოფებოდა ჟურნალისტი, რომელსაც მეორე დღეს დაუდასტურდა ვირუსი. ამის მეშემდეგ, სიფრთხილის გამო, მეუფე კონტაქტებისაგან თავს იკავებდა და იყო, ფაქტობრივად, თვითიზოლაციაში. მომდევნო დღეებში მან ჩაიტარა ტესტირება და დადასტურების შემდეგ, როგორც რეკომენდებულია, იმყოფება იზოლაციაში, საკუთარ რეზიდენციაში. დღეისათვის ავადმყოფობის სიმპტომები არ ვლინდება.

„მეუფეს მსახურება არ შეუსრულებია გასულ კვირას, ასე რომ ნაკლებადაა მოსალოდნელი, რომ მეუფის გარემოცვაში, ამ შემთხვევას გავრცელება მოჰყვეს", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.