გამოკითხულთა 71% არჩევნებში მონაწილეობას აპირებს -

გამოკითხულთა 71% არჩევნებში მონაწილეობას აპირებს - "Survation-ის" კვლევა

ბრიტანული ავტორიტეტული კვლევითი კომპანიის, "Survation-ის" მიერ ჩატარებული კვლევების თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გამოკითხულთა 71% აპირებს მონაწილეობის მიღებას.

დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მიიღებთ თუ არა მონაწილეობას მასში?

თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ მივიღებ მონაწილეობას - 71%

ალბათ მივიღებ მონაწილეობას -13%

50-50 -11%

არ იღებს მონაწილეობას - 5%

ბრიტანული კვლევითი კომპანია და "რუსთავი 2" არჩევნების დღეს 31 ოქტომბერს ეგზიტპოლის შედეგებსაც შემოგთავაზებთ. Survation არის საზოგადოებრივი აზრის კვლევის კომპანია ბრიტანეთიდან. ის ცნობილია, როგორც ზუსტი და წარმატებული კომპანია ბრიტანეთის ბაზარზე.