ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს დელეგაცია, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, ეჩმიაძინის საკათედრო ტაძარს ეწვია და სრულიად სომხების კათოლიკოს გარეგინ მეორეს შეხვდა.
ვიზიტის დასასრულს ბიძინა ივანიშვილმა უძველეს ხელნაწერთა ინსტიტუტის, „მატენადარანის“ ექსპონატები დაათვალიერა.