Ferrari 250 GT SWB California Spyder-ის მოდელი 1961 წელსაა გამოშვებული და ამ ავტომობილს „ოსკაროსანი“ მსახიობი ჯეიმს კობერნი ფლობდა. ავტომობილი გაყიდვებით მსოფლიო რეკორდსმენია, ამის შესახებ techcult წერს.
ავტომობილი 2008 წლის 23 მაისს აუქციონზე მედია-მაგნატმა კრის ევანსმა რეკორდულ თანხად - $10,9 მილიონად იყიდა.
მანამდე 60 წლით ადრე Ferrari 250 GT SWB California Spyder-ის პირველი მფლობელი ჯეიმს კობერნი გახდა. კობერნის თქმით, ეს იყო ერთი ნახვით სიყვარული და მანქანის ყიდვა დანახვიდან რამდენიმე წუთში გადაწყვიტა. მათი „რომანი“ 1986 წელს დასრულდა. მსახიობმა თავი შეუძლოდ იგრძნო და თავისი საყვარელი ავტომობილი გაყიდა.
ვიდრე ავტომობილს მედია-მაგნატი დაეპატრონებოდა, მანამდე ორი მფლობელი შეიცვალა და ავტოაუქციონების ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებულ მანქანად იქცა.
ბოლო მონაცემებით, ფერარის ეს მოდელი მსოფლიოში, ყველაზე ძვირადღირებული 50 მანქანებს შორის ბოლო ადგილზეა. ექსპერტების შეფასებით მანქანის ახალ მფლობელს ამ მოდელში სავარაუდოდ $15 მილიონის გადახდა მოუწევს.