ჰოლივუდის ვარსკვლავი სკარლეტ იოჰანსონი ფრანკენშტეინის პატარძლის როლს შეასრულებს. ამის შესახებ გამოცემა The Hollywood Reporter-ი იტყობინება.
ფილმს, სახელწოდებით Bride („პატარძალი“) ოსკაროსანი რეჟისორი სებასტიან ლელიო გადაიღებს.
ფილმის სცენარზე ის ლორენ შუკერ ბლუმთან და რებეკა ანჯელოსთან ერთად მუშაობს.
სიუჟეტის მიხედვით, ფრანკენშტეინის პატარძალი ათვიცნობიერებს, რომ ცოცხალი არსებაა და თავის შემქმნელს გაექცევა.
აღსანიშნავია, რომ სკარლეტ იოჰანსონი ფილმის ერთ-ერთი პროდიუსერიც იქნება.