დიდი ბრიტანეთის უხუცესი მცხოვრები 112 წლისა გარდაიცვალა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ჯოან ჰოკქუარდი 1908 წლის 29 მარტს დაიბადა. ცხოვრების პირველი წლები კენიაში გაატარა, სადაც მამამისი მსახურობდა, მეორე მსოფლიო ომის დროს კი ლონდონში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟის მძღოლად მუშაობდა.
მისის ჰოკქუარდი აცხადებდა, რომ ხანგრძლივი სიცოცხლის რეცეპტი არ არსებობს. მისი ნათესავები იხსენებენ, რომ ქალს კარაქი და ნაღები უყვარდა და დიეტებს არასოდეს იცავდა.