ჯო ბაიდენი: აშშ-სთვის ყველაზე დიდი საფრთხე რუსეთია

ჯო ბაიდენი: აშშ-სთვის ყველაზე დიდი საფრთხე რუსეთია

აშშ-სთვის დღეისათვის ყველაზე დიდ საფრთხეს რუსეთი წარმოადგენს. ამის შესახებ ამერიკის პრეზიდენტობის დემოკრატმა კანდიდატმა ჯოზეფ ბაიდენმა განაცხადა.

„ვფიქრობ, ყველაზე დიდ საფრთხეს რუსეთი გვიქმნის, ჩვენი ყველაზე დიდი კონკურენტი კი ჩინეთია,“-აღნიშნა ბაიდენმა ტელეარხ CBS-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.