როგორ გააშუქა მედიის ნაწილმა ზუგდიდში განვითარებული მოვლენები

როგორ გააშუქა მედიის ნაწილმა ზუგდიდში განვითარებული მოვლენები

„იმედის კვირამ“ მოამზადა სიუჟეტი, რომელშიც ნაჩვენებია თუ როგორ გააშუქა მედიის ნაწილმა ზუგდიდში, „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმა. მძევლების გადარჩენის შემდეგ, დაიწყო ე.წ. მესიბოქსის ტირაჟირება, რომ კრიმინალმა იმატა, ამ ფაქტის დასადასტურებლად კი არასწორი სტატისტიკა მოჰყვადათ.

შემდეგ ნიკა გვარამიამ სამხედრო მოსამსახურე დავით ხვიბლიანის ნათესავი თემურ ხვიბლიანი დაადანაშაულა ბანკზე თავდასხმაში. ორივე სამხედრო გვარამიასგან ბოდიშის მოხდას ითხოვს და სამართლებრივი დავის წამოწყებას გეგმავს.

ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებულმა პირმა მძევლები 21 ოქტომბერს აიყვანა.

თავდამსხმელი შენობიდან 3 მძევალთან ერთად გამოვიდა. როგორც კადრებში გამოჩნდა, მას შენობის დატოვების დროს ერთი ხელი აწეული ჰქონდა და სავარაუდოდ ხელში ხელყუმბარა ეკავა.

22 ოქტომბერს, გამთენიისას შსს-მ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, ავთანდილ გალდავას უშუალო ძალისხმევით შეიარაღებული დამნაშავისგან ყველა მძევალი გათავისუფლდა და მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ხოლო დამნაშავის დაკავების მიზნით სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს.