თეა წულუკიანმა ქვეყანაში წინასაარჩევნო გარემო შეაფასა. ამ თემაზე იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა „იმედის“ გადაცემაში „რა დროს ძილია?!“ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ წელს ყველა სხვა არჩევნებთან შედარებით წინასაარჩევნო გარემო განსხვავებულია.
„ჩვენ ნელ-ნელა ვსწავლობთ და კიდევ უკეთესად უნდა ვისწავლოთ ის, რომ არჩევნები არ არის მუშტი-კრივი. არ უნდა იყოს, ყოველ შემთხვევაში. როდესაც ვემშვიდობებოდი თანამშრომლებს, ვემშვიდობებოდი იმ წრეებს, ვინც 8 წელი ხელს მიწყობდა მუშაობაში, სწორედ ამას ვამბობდი, რომ არასდროს გვქონია სხვა მიზანი გარდა იმისა, რომ გვეჩვენებინა, რომ წინ მიდის პროცესი, წინ მიდის ქვეყანა და შემდეგ იქმნება ისეთი საფუძველი, ფუნდამენტი, რომ სხვა, ახალ თაობს, ახალ მინისტრს, ახალ თანამდებობის პირს ეძლევა საშუალება, რომ ზედ დააშენოს, უკეთესი გააკეთოს. ეს არის რეალურად მიზანი, რომ მუდმივად სახეზე იყოს გაუმჯობესება და ეს მე მგონი სახეზეა დღეს“, - აღნიშნა წულუკიანმა.