ეს სახლი ჩემი საკუთრებაა - თენგიზ ზენაიშვილი ,,ტვ პირველს

ეს სახლი ჩემი საკუთრებაა - თენგიზ ზენაიშვილი ,,ტვ პირველს" სიცრუეში ამხელს

თენგიზ ზენაიშვილი ,,ტვ პირველს" სიცრუეში ამხელს და სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს

"ეს სახლი არის ჩემი პირადი საკუთრება. შაბათს,  "ტვ პირველმა" თქვა, რომ გია ვოლსკისია. არა! ეს ჩემია და ვოლსკის მხოლოდ ტელევიზორიდან ვიცნობ. ახლობლებო, ის ხომ იცით, რომ პოლიტიკა საერთოდ არ მაინტერესებს?

დაიმახსოვრეთ, ეს სახლი გონიოში, ჩემია და მეტი არავის!

ჟურნალისტებო, ნუ შემაწუხებთ. აგერაა ფოტოებიც. რეესტრიდან ამონაწერის ძიება მეზარება. გამგები გაიგებს".

Aburjga Tasmanieli რატომ შეიწუხეთ თავი ბატონო თენგიზ?! -
-ისედაც ვიცით, რომ ტვ პირველმა რაც არ უნ და თქვას ყველაფერი სიცრუეა!!!
რატომ ცრუობენ?! -
- იმიტომ რომ პათოლოგიური მატყუარები არიან!
4 წლის უკან